messenger
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

აკადემიური თერაპია

აკადემიური თერაპია წარმოადგენს სპეციალურ საგანმანათლებლო და თერაპიულ მიდგომას, რომელიც მიმართულია სწავლის სირთულეების დაძლევისა და აკადემიური უნარების განვითარებისკენ- ინდივიდუალური და კონკრეტული ადამიანის ნეიროფსიქოლოგიურ პროფილზე მორგებული.

თერაპია მოიცავს: 

  1. კითხვის უნარების განვითარებას (ასოების ამოცნობა, სწორად კითხვა, ტექსტის გააზრება) 

  2. წერითი უნარების გაუმჯობესებას (ასოების წერა, სიტყვებისა და წინადადებების აგება, მართლწერა) 

  3. მათემატიკური უნარების განვითარებას (რიცხვების ამოცნობა, მარტივი გამოთვლები, ლოგიკური აზროვნება) 

  4. კოგნიტური უნარების გაძლიერებას (ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაცია) 

  5. მეტყველებისა და გაგების მხარდაჭერას (ინსტრუქციების გააზრება, აზრის გადმოცემა)

  6. ემოციური მხარდაჭერა და სწავლის სირთულეებთან დაკავშირებული სტრესის მართვა 

მიზანი - სწავლის პროცესში ფუნქციური უნარების განვითარება, აკადემიური დამოუკიდებლობის გაზრდა და საგანმანათლებლო გარემოში წარმატებული ჩართულობის მხარდაჭერა.