messenger
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა

რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა მიმართულია ბავშვის ფუნქციური უნარების განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობის ხარისხის გაუჯობესებისკენ.  პროგრამა ეფუძნება მულტიდისციპლინურ და ინდივიდუალურ მიდგომას და მოიცავს ბავშვის პირველად შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და შემდგომ ინტერვენციას. 

პროგრამაში ჩართულია სპეციალისტთა გუნდი: ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, აქვა-თერაპევტი, სენსორული და მასაჟის სპეციალისტები, ასევე ნევროლოგი.

პროგრამის მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, ოჯახის მხარდაჭერა, ადაპტური ქცევებისა და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.