აქვთერაპია წყალში ჩატარებული სპეციალური ვარჯიშებია, რომელიც ეხმარება ბავშვს ცურვის უნარების, სხეულის მოძრაობისა და სუნთქვის კონტროლის განვითარებაში. თერაპიის მიზანია ფიზიკური უნარების გაძლიერება, კუნთთა ტონუსის რეგულირება და თვითდაჯერებულობის გაზრდა.
ადაპტური აქვა თერაპია
სპეციალურად ინდივიდუალურად აწყობილი ვარჯიშები, რომელიც შეესაბამება კონკრეტული ბავშვის საჭიროებებს. ეხმარება კუნთების გაძლიერებაში, ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაში, სპასტიურობის შემცირებას ან მოდუნებული კუნთების გააქტიურებას. ასევე აუმჯობესებს სენსორულ, ქცევით და ემოციურ რეგულაციას.
აქვა თერაპიის მთავარი მიზანია: ბავშვის ფიზიკური განვითარების გაუმჯობესება , მოტორული უნარების მაქსიმალური განვითარება , კუნთების ტონუსის რეგულაცია , სენსორულ-მოტორული უნარების გაუმჯობესება, ემოციური და ქცევითი რეგულაციის მხარდაჭერა.