სამკურნალო მასაჟი წარმოადგენს თერაპიულ მეთოდს, რომელიც მიმართულია კუნთების ტონუსის რეგულაციისკენ, მოძრაობითი ფუნქციის გაუმჯობესებისა და ნერვული სისტემის მხარდაჭერისკენ.
პროცედურა მოიცავს:
კუნთების მოდუნებისა და გაძლიერების ტექნიკებს
სპაზმისა და კუნთოვანი დაჭიმულობის შემცირებას
სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებას
სისხლისა და ლიმფური მიმოქცევის სტიმულაციას
ტკივილის შემცირების ხელშეწყობას
სხეულის აღქმის განვითარებას და ხელშეწყობას
რეკომენდებულია:
განვითარების შეფერხების, კუნთის მომატებული ან დაქვეითებული ტონუსის, ნევროლოგიური მდგომარეობების, ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის, ასევე კუნთოვანი დაძაბულობისა და მოუსვენრობის შემთხვევაში.