ისტორია
კლინიკა მიელინი ეხმარება ბავშვებს, მშობლებს სრული პოტენციალით განვითარებაში. ჩვენი მიზანია, ადრეულ ასაკში, განვითარების სირთულეების დროული იდენტიფიცირება თუ ფსიქიკური განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ხარისხიანი ინტერვენცია.
ჩვენი კლინიკა ახორციელებს ნევროლოგის, კლინიკური და განვითარების ფსიქოლოგის, ნეიროფსიქოლოგის კონსულტაციებს და სხვადასხვა სადიაგნოსტიკო კვლევებს, მაგ., ADOS-2 აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევა, WISC-V ინტელექტის საკვლევი ტესტი და სხვ.
მიელინი ასევე ახორციელებს რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უფასოა 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ამ პროგრამაში შედის: ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური რეაბილიტაცია (ფიზიკური თერაპია), ფსიქოლოგის ინდივიდუალური მუშაობა ბავშვთან და საჭიროებისამებრ მშობელთან და ასევე ენისა და მეტყველების თერაპია.
მისია:
ყველა ბავშვის სრული პოტენციალით განვითარებისათვის ხელისშემშლელი რისკ-ფაქტორები აღმოიფხვრება ან მინიმუმამდე დაიყვანება ადრეულ ასაკშივე, ჰოლისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდური მუშაობით და საზოგადოებრივი ინფორმირების ამაღლების გზით.
ღირებულებები:
- კეთილსინდისიერება
- ხარისხზე ორიენტირებულობა
- ჰოლისტურობა
- გუნდურობა
- პოზიტიური სამუშაო ეთიკა
- თანასწორობა.

