ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ელიზა კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია და მრავალი წელია მუშაობს ბავშვებსა და მოზარდებთან.
მისი ცოდნა, გულისხმიერება, ინდივიდუალური მიდგომა და სწორად შერჩეული მეთოდები ეხმარება პატარებს უკეთ გაერკვნენ საკუთარ ემოციებში, აიმაღლონ თვითშეფასება, გაუმკლავდნენ შფოთვასა და სირთულეებს.
თუ თქვენს შვილს აღენიშნება ემოციური რეგულაციის სირთულეები, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება, კონფლიქტები თანატოლებთან ან ნებისმიერი ქცევითი ცვლილება, ელიზა გაგიწევთ პროფესიონალურ დახმარებას - უსაფრთხო და მშვიდ გარემოში.